ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

ჯეოსელი მუდმივად უზრუნველყოფს თავის მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისებითა და მომსახურებით, რათა გავუმარტივოთ და მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მათი მობილური კომუნიკაცია. 4G მობილური კავშირგაბმულობის ტექნოლოგიური განვითარების მე-4 ეტაპია, რომელიც მობილური ინტერნეტის უფრო მაღალ სიჩქარეს და ხარისხს უზრუნველყოფს. თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ ამ განსხვავებას ინტერნეტში ბრაუზინგის, სტრიმინგის, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვის და ონლაინ თამაშის დროს. ის უფრო სწრაფია!

ჯეოსელის 4G  ინტერნეტი ფიქრის სიჩქარით

4G LTE ტელეფონები ჯეოსელში
4G LTE ინტერნეტის ტარიფები

ჯეოსელი მუდმივად უზრუნველყოფს თავის მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისებითა და მომსახურებით, რათა გავუმარტივოთ და მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მათი მობილური კომუნიკაცია.

ჯეოსელი მუდმივად უზრუნველყოფს თავის მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისებითა და მომსახურებით, რათა გავუმარტივოთ და მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მათი მობილური კომუნიკაცია.

4G მობილური კავშირგაბმულობის ტექნოლოგიური განვითარების მე-4 ეტაპია, რომელიც მობილური ინტერნეტის უფრო მაღალ სიჩქარეს და ხარისხს უზრუნველყოფს. თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ ამ განსხვავებას ინტერნეტში ბრაუზინგის, სტრიმინგის, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვის და ონლაინ თამაშის დროს. ის უფრო სწრაფია!

ჯეოსელის 4G  ინტერნეტი ფიქრის სიჩქარით

4G LTE ტელეფონები ჯეოსელში
4G LTE ინტერნეტის ტარიფები

დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი და სიმ-ბარათი თავსებადია ჯეოსელის 4G LTE-თან (1800 mhz). შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და დააჭირეთ ღილაკს „შემოწმება“

  • რა არის 4G LTE? რა უპირატესობა აქვს 4G LTE-ს?
  • 4G LTE მობილური კავშირგაბმულობის სფეროში ტექნოლოგიური განვითარების მე-4 თაობაა, რომელიც წინამორბედ ქსელებთან (2G-2.5G GPRS, EDGE ; 3G-3.5G HSPA, HSPA+) შედარებით მობილური ინტერნეტის გაცილებით მაღალ სიჩქარეს და ხარისხს უზრუნველყოფს. 4G LTE ინტერნეტი ამარტივებს და უფრო სწრაფს ხდის ნებისმიერ ინტერნეტ-ოპერაციას:

    • • ბრაუზინგი
    • • სტრიმინგი
    • • ფაილების/მუსიკის/ვიდეოების/ფოტოების ატვირთვა და ჩამოტვირთვა
    • • დიდი მოცულობის ფაილების გაგზავნა ელ-ფოსტის საშუალებით
  • რა განსხვავებაა 4G LTE და LTE – ის შორის?
  • 4G (4th Generation - მეოთხე თაობა) ხშირად გამოიყენება, როგორც LTE – ის სინონიმი, რომელიც იშიფრება, როგორც „Long Term Evolution“. ტელეფონების მწარმოებელი ბრენდები ორივე მათგანს იყენებენ. მაგალითად, iPhone-ის მენიუში და ეკრანზე ჩნდება LTE, ხოლო ანდროიდის ოპერაციული სისტემის ტელეფონებში შესაძლებელია შეგხვდეთ ორივე 4G ან LTE.

  • რა განსხვავებაა 3G და 4G LTE შორის?
  • ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - სიჩქარე!
    ჯეოსელის 4G LTE ინტერნეტი 10-ჯერ უფრო სწრაფია არსებულ 3G ქსელთან შედარებით.
    ამ ეტაპზე 4G LTE ქსელი განკუთვნილია უშუალოდ ინტერნეტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ახორციელებთ ან იღებთ ზარს, თქვენ ავტომატურად გადახვალთ 3G ან 2G ქსელზე. მომავალში ჯეოსელი გეგმავს ტექნიკურ მოდერნიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ხმოვანი ზარის 4G LTE ქსელის საშულებით განხორციელებას. სმარტფონის ეკრანზე გამოჩნდება G/GPRS; E/ EDGE, 3G; 3,5G/H ან H+ წარწერა. ზარის დასრულების შემდეგ, თქვენი ტელეფონი ავტომატურად დაუკავშირდება 4G LTE ქსელს.

  • საჭიროა თუ არა სიმ ბარათის გამოცვლა 4G LTE-ით სარგებლობისთვის?
  • ჯეოსელში აბონენტთა დიდი უმრავლესობა უკვე სარგებლობს USIM სიმ ბარათით, რომელიც 4G LTE-ით სარგებლობას უზრუნველყოფს.
    სიმ ბარათის 4G LTE-თან თავსებადობის შესამოწმებლად ეწვიეთ 4g.ge.
    თუ თქვენ არ გაქვთ 4G LTE-თან თავსებადი სიმ-ბარათი, ეწვიეთ ჯეოსელის ოფისს და შეცვალეთ ის.

  • როგორ მივხვდები, რომ ვიმყოფები 4G LTE დაფარვის ზონაში?
  • როგორც კი თქვენ მოხვდებით 4G LTE დაფარვის ზონაში, ტელეფონის ეკრანის ზედა კუთხეში ქსელის დაჭერის მაჩვენებლთან გაჩნდება 4G, 4G LTE ან LTE.

  • შევძლებ თუ არა გადასვლას 4G LTE ქსელიდან 3G-ზე და პირიქით?
  • დიახ. თქვენი 4G LTE ტელეფონი ავტომატურად გადავა 4G LTE ქსელიდან 3 G-ის დაფარვის ზონაში მოხვედრისას.

  • იქნება თუ არა ჩემი ტელეფონი მუდმივად 4G LTE-ზე?
  • თქვენ შენიშნავთ, რომ მოძრაობისას ტელეფონი გადადის 4G LTE-დან 3G-ზე და პირიქით. ეს ხდება იმიტომ, რომ ტელეფონი ავტომატურად ირჩევს ყველაზე ძლიერ სიგნალს იმ ტერიტორიაზე.

  • შემიძლია თუ არა ზარის მიღება/განხორციელება ან SMS-ის გაგზავნა/მიღება როდესაც ვსარგებლობ 4G ინტერნეტით?
  • დიახ, თქვენ შეძლებთ უპასუხოთ/განახორციელოთ ზარი და მიიღოთ/გააგზავნოთ SMS 4G LTE ინტერნეტით სარგებლობისას. ზარის მიღების ან განხორციელების დროს ინტერნეტ სესია არ შეწყდება.

  • შევძლებ თუ არა გამოვიყენო 4G LTE სერვისები როუმიგის დროს?
  • ამ ეტაპზე 4G LTE სერვისები არ იქნება ხელმისაწვდომი როუმინგში ყოფნისას. თუ ტელეფონში მონიშნული გაქვთ „LTE only“, საჭიროა რომ შეცვალოთ ეს პუნქტი.

  • რა არის ჯეოსელის 4G LTE მოსალოდნელი სიჩქარე?
  • მობილური ინტერნეტის საშუალო პრაქტიკული სიჩქარე 4G დაფარვის ზონაში შეადგენს დაახლოებით 20-30მბ/წმ, ხოლო პრაქტიკული მაქსიმუმი კი - 80-100 მბ/წმ. სიჩქარე დამოკიდებულია კონკრეტული ტერმინალის შესაძლებლობებზე, მოცემული მომენტისთვის კონკრეტულ ადგილზე არსებულ ქსელის დაფარვაზე, დატვირთვასა და მომხმარებლების რაოდენობაზე.

  • სად შემიძლია ვისარგებლო ჯეოსელის 4G LTE?
  • ჯეოსელის 4G LTE ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გუდაურში, ბაკურიანსა და ყაზბეგში.

  • როგორ შემიძლია 4G ჩართვა?
  • 4G LTE ავტომატურად გააქტიურდება ჯეოსელის ყველა 4G LTE მხარდაჭერის მქონე ტელეფონისთვის. 4G ჩართვა საჭიროა თქვენი ტელეფონის მენიუდანაც. ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები ტელეფონის მოდელების მიხედვით:

    • Apple
    • iPhone: Settings> Cellular>Voice & Data> LTE
    • iPad: Settings>Cellular Data>Enable LTE>Toggle LTE On
    • Apple-ის შემთხვევაში, ასევე აუცილებელია APN-ის მითითება ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად Settings> Cellular>cellular data network>LTE set-up>APN და მიუთითეთ internet

    • Samsung
    Galaxy S4: Settings> More networks (More settings)>Mobile networks>Network mode>Change to LTE

    • Nokia
    Lumia 820: Settings>Mobile network>Highest connection speed>Change to LTE
    • HTC
    HTC One: Settings>Mobile data>Network mode>Change to LTE
    HTC One SV: Settings>Mobile network>Network mode>Change to LTE
    • HTC Windows Phone 8X: Settings>Mobile network>Highest connection speed>LTE
    Sony
    Xperia Z: Settings>Wireless & Networks “More…” >Mobile networks>Network Mode>Change to LTE

  • რა ღირს 4G LTE ინტერნეტი?
  • ჯეოსელში ინტერნეტის ტარიფები არ განსხვავდება მოხმარებული ინტერნეტის ტიპის მიხედვით. ყველა არსებული ტარიფი ძალაშია მეოთხე თაობის ინტერნეტით სარგებლობისას. თუ გსურთ ისარგებლოთ დაბალი ტარიფებით, გააქტიურეთ მობილური ინტერნეტის პაკეტები: *135# დეტალური ინფორმაცია